Evex
HEALTH COACH

HEALTH COACH


Health Coach ევექსის ინოვაციური პროდუქტია, რომელიც UKIHCA-სთან (United Kingdom International Health Coaching Association) კოლაბორაციით შეიქმნა.მომსახურების შეთავაზებამდე ევექსის ქსელის ოჯახის ექიმებმა UKIHCA-ს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 7-თვიანი ტრენინგ პროგრამა გაიარეს. დამატებითი კომპეტენციები შეიძინეს და პროფესიონალი, სერტიფიცირებული Health Coach-ები გახდნენ.

Health Coaching მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისციპლინაა, რომელიც ადამიანს ეხმარება, განივითაროს ჰოლისტური ჯანმრთელობა. ის აერთიანებს როგორც ქოუჩინგის კომპეტენციებს, ისე რეკომენდაციებს ცხოვრების წესისა და მედიცინის შესახებ.

ოჯახის ექიმი ქოუჩი, რომელიც Health Coach-ის ფუნქციებსაც ითავსებს, პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში ეხმარება. ამ პროცესში ის თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ფიზიკურ, ემოციურ თუ სოციალურ ასპექტებს ითვალისწინებს. ამგვარი კომპლექსური მიდგომითა და ჯანმრთელობის ქოუჩინგით, Health Coach ხელს უწყობს მათ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.


ურთიერთობის განმავლობაში, ოჯახის ექიმი/ Health Coach ცნობიერების ამაღლებითა და ინფორმირებით, პაციენტს ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და დაცვაში რეგულარული უკუკავშირითა და მხარდაჭერით, კი, იღებს, მდგრადი, დადებითი შედეგების მიღწევას უზრუნველყოფს. Health Coach , ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩინგით, ქმნის პაციენტზე ორიენტირებული ჯანმრთელობის კულტურას, რომლიც მიზანიც ადამიანების სრულფასოვანი კეთილდღეობაა.





დაჯავშნე ონლაინ

გადადი ბმულზე და მიყევი ინსტრუქციას

ვებგვერდი მუშაობს ბეტა/ტესტირების რეჟიმში.