![[object Object]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fadmin.evex.ge%2Fstorage%2Fdoctors%2F0x80BD005056B972E511E607A2CC0057F9_6a0a79afef66b.webp&w=3840&q=75)
მაია დათუაშვილი
ოჯახის ექიმი
Health Coach (2025), ოჯახის ექიმი და პედიატრი 30 წლიანი გამოცდილებით. საქართველოს პედიატრთა, საქართველოს ოჯახის ექიმთა და ა.ლაჭყეპიანის სახ. ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციების წევრი. 2015 წლიდან მუშაობს „ევექსის“ ოჯახის ექიმად. ასევე, მუშაობდა თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმად (2023-2024), იმედი L-ის ოჯახის ექიმად (2008-2014), "ჩემი ოჯახის კლინიკის" ოჯახის ექიმად (2002-2008), კოჯრის ამბულატორიის პედიატრად და დირექტორად (2000-2002) და იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ნევროლოგად. მაია დათუაშვილმა 1989-1995 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. შემდგომ გაიარა კლინიკური ორდინატურა ჟვანიას სახელობის ბავშვთა II საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში, 2000 წელს - ბავშვთა ნევროლოგის საკვალიფიკაციო კურსი, 2006-2007 წლებში - საოჯახო მედიცინის რეზიდენტურა, 2007 წელს - ოჯახის ექიმის ტრენერის კურსი და 2024 წელს Health Coach-ის სასწავლო ტრენინგ კურსი.
კლინიკები
დაჯავშნე ონლაინ
ჩაეწერე ექიმთან


