ევექსმობილის შესახებ
ევექსი კლინიკებმა საქართველოს მასშტაბით პირველი მოძრავი კლინიკა შექმნა.
ამიერკავკასიაში პირველად, ექიმებითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა - „ევექსმობილი“ საქართველოში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა.
ევექსმობილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩადის და მოსახლეობას საშუალება აქვს პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისები ადგილზე, მათსავე ქალაქსა თუ სოფელში მიიღოს.
ევექსმობილი გამორჩეულია იმითაც, რომ ის მოსახლეობას სამედიცინო სერვისებს ხელმისაწვდომ ფასად აწვდის და რეგიონებს სხვადასხვა აქციებსაც სთავაზობს.
კლინიკაში შემავალი სერვისებია:
- სპეციალისტების კონსულტაცია;
- ლაბორატორია;
- ექოსკოპია;
- ოფთალმოლოგია;
კლინიკაში იფუნქციონირებს „ფარმადეპოს“ აფთიაქიც.
ევექსი კლინიკების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის კულტურის დანერგვა. ამ მიმართულებით კომპანია ბევრ პროექტს ახორციელებს და მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესი სწორედ ევექსმობილი და მისი აქტივობებია.
ევექსი კლინიკები აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებსაც, რომელთა მასშტაბის გასაზრდელად ევექსმობილი უდიდეს როლს თამაშობს.