თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევექსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი სტუდენტებში ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის დანერგვა, ცნობიერების ამაღლება და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზებაა.
პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესი ქსელი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტებს განსაკუთრებულ პირობებს, 100%-მდე დაფინანსებულ მომსახურებას და სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ფასდაკლებებს შესთავაზებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პერიოდული გამოკვლევების კულტურის ჩამოყალიბებასა და მომავალში მათი ცხოვრების ხარისხის გააუმჯობესებას. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება თსუ-ს სტუდენტებში და პარალელურად მათი ევექსში დარეგისტრირების ნაწილი პერმანენტულად გაგრძელდება.
გარდა ამისა, თითოეულ სტუდენტს საშუალება აქვს საქართველოს ბანკისა და ევექსის ჯანდაცვის სტუდენტურ პროგრამას შემოუერთდეს და მიიღოს დამატებითი ფასდაკლება ევექსში სამედიცინო სერვისებზე. STUDENT CARD - ის ფლობელები ბარათით გადახდისას კი მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ სტომატოლოგიურ ქსელ ,,ნიუ დენტში“ და ფასდაკლება ექნებათ „ჯპს“-ისა და „ფარმადეპოში“, როგორც მედიკამენტებზე ისე თავის მოვლის საშუალებებზე.
აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისგმგებლობის ფარგლებში ევექსი მნიშვნელოვან შეთავაზებებს სთავაზობს ყველა სტუდენტს, მათ შორის არარეზიდენტებს.
,,მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ შესაძლებლობა მოგვცა სტუდენტებს კიდევ უფრო აქტიურად მივაწვდინოთ ხმა და ვესაუბროთ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ევექსისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა როცა საქმე ახალ თაობას ეხება, ნამდვილად მზად ვართ ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და ხელი შევუწყოთ იმ კულტურის ჩამოყალიბებას, რასაც ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი ჰქვია“ - განაცხადა გიორგი გორდაძემ, ევექსის დირექტორმა.