15 ნოემბერი, 2021

სკრინინგის პროგრამები ,,ევექსი კლინიკებში

რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგი პრევენციისთვის?

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჯანმრთელობის შეფასება და ზრუნვა მოიცავს ორ ფუნდამენტურ ელემენტს: დაავადებების პრევენციას და მიმდინარე დაავადების მკურნალობას, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე.

სკრინინგი უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადების დროულ გამოვლენაში გვეხმარება, მეორეს მხრივ კი ის რისკის ჯგუფის პაციენტების მეთვალყურეობის ეფექტური და ნაკლებდანახარჯიანი გზაა. დაავადების უსიმპტომო სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას, აუმჯობესებს გამოსავალს და ცხოვრების ხარისხს.

უნდა გვახსოვდეს, რომ სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია გაიზარდოს განკურნების საერთო მაჩვენებელი და შემცირდეს მასშტაბური ქირურგიული ჩარევები მდგომარეობის გაუმჯობესების მისაღწევად.

ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად საშვილოსნოს ყელის კიბო, ფართო სკრინინგის შემდეგ აშშ-ში სიკვდილიანობა დაახლოებით 80%-ით შემცირდა.ასევე, ჯანმრთელობისმსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოს მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვი 35%-ით შემცირდა.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკრინინგის მეშვეობით გამოვლენილი დაავადებების მაჩვენებელი სულ უფრო მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროული მკურნალობისა და გართულებების თავიდან აცილების საშუალებაც მეტად არის შესაძლებელი.

 

,,ევექსი კლინიკების“ ქსელში შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ შემდეგი სკრინინგები:

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი:  25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რეკომენდებულია სამ წელიწადში ერთხელ
  • პროსტატის კიბოს მართვა:  50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ
  • კოლორექტული (სწორი ნაწლავის) კიბოს სკრინინგი: 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ
  • ანტენატალური პროგრამა ორსულთათვის: ანტენატალური მეთვალყურეობა დაწყებულ უნდა იქნას ორსულობის 1 ტრიმესტრში, ანუ (ორსულობის 10 კვირის ვადისათვის). პროგრამაში ჩართვის მაქსიმალური ვადა არის 12 კვირა და 6 დღე. 

 

სკრინინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე T: 255 05 05


გახსოვდეთ, რომ სკრინინგი - ეს ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს!