29 სექტემბერი, 2020

სკოლის მოსწავლეებისთვის - დაფინანსების პროგრამის პირობები

პანდემიის პერიოდში, სკოლის მოსწავლეები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. მნიშვნელოვანია, რომ სირთულეების მიუხედავად არ შეწყვიტონ განვითარება.

დაარეგისტრირეთ თქვენი შვილი ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მიიღეთ 70%-დან 100%-მდე დაფინანსება. 

ევექსი კლინიკები გიცხადებთ მხარდაჭერას და გიმარტივებთ მეორე საზრუნავს - უფასო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.


სკოლის მოსწავლეებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სერვისებია:
  • ოჯახის ექიმი - 100% დაფინანსება;
  • ენდოკრინოლოგი; ოფთალმოლოგი; კარდიოლოგი; ოტორინოლარინგოლოგი; ნევროლოგი; უროლოგი; გინეკოლოგი; ქირურგი - 70% დაფინანსება;
  • სისხლის საერთო ანალიზი; შარდის საერთო ანალიზი -  100% დაფინანსება; 
  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში; კრეატინინი; ქოლესტერინი სისხლში; შრატში ლიპიდების განსაზღვრა; განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე; პროთრომბინი - 100%დაფინანსება; 
  • ელექტროკარდიოგრაფია - 100% დაფინანსება; 
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია; შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია; გულმკერდის რენტგენი;  ძვლების რენტგენოგრაფია-70% დაფინანსება;
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები(ALT,AST); ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH) - 70% დაფინანსება; 
  • ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები - 100% დაფინანსება; 

პროგრამაში ჩასართავად, შეავსეთ მარტივი ფორმა

დააჭირეთ ლინკს; https://forms.gle/vH1AMhto7xf48CvY8


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 231 05 05