15 ნოემბერი, 2021

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

რატომ არის აუცილებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული ტესტების საშუალებით შესაძლებელია  კიბოსწინარე დაავადების ან საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა ადრეულ სტადიაზე, როცა შესაძლებელია ეფექტური მკურნალობის ჩატარება, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის სიხშირე და თავიდან იქნას აცილებული მისი განვითარება.

ამ მიზნით, რუტინულად ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალს, >25წლის ვადიდან უტარდება 2 ტიპის სკრინინგული ტესტი:

  • პაპანიკოლაუს ტესტი, ე.წ. Pap-ტესტი
  • ადამიანის პაპილომავირუსის ტესტი და ე.წ. HPV-ტესტი

 

ვის შეუძლია სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში სავალდებულოდ უნდა ჩაერთოს ყველა ქალი 25 წლის ასაკიდან, 60 წლის ასაკამდე.

 

რა პერიოდულობით არის საჭირო გამოკვლევების ჩატარება?

საშვილოსნოს ყელის კიბო არის ქალთა ადრეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალებში.სკრინინგული კვლევების ჩატარების პერიოდულობა ინდივიდუალიზირებულია,  განსხვავებულია და დამოკიდებული მიღებულ რეზულტატზე და შესაძლებელია იყოს 6თვე, 1, 2 ან 3 წელი;

აღსანიშნავია, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია  საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის პრევენცია. ვაქცინაცია რეგულარულ სკრინინგთან ერთად წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ერთად ყველაზე ეფექტურ საშუალებას. ვაქცინაცია ტარდება 9-14 წლის ასაკში, თუმცა,  თუ ეს ვადა გამოტოვებულია, ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს  ზედა ასაკშიც. თანამედროვე კვლევებმა ვაქცინის მაღალ ეფექტურობა და უსაფრთხოება 45 წლის ასაკამდე  აჩვენა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ,,ევექსი კლინიკებში“.

 

უფასო პროგრამით სარგებლობა შეუძლია ქალბატონებს 25 წლიდან და რეკომენდებულია 3 წელიწადში ერთხელ.

 

სკრინინგის პროგრამაში შედის:

  • ოჯახის ექიმის ან/და გინეკოლოგის კონსულტაცია
  • პაპ-ნაცხის აღება
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება

 

 

უფასო პროგრამით შეგიძლიათ ისარგებლოთ ევექსი კლინიკების შემდეგ ფილიალებში:

 

კახეთი 

  • ქ. ახმეტა, რუსთაველის ქ. №78ა
  • ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქ.№15
  • ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №3ა

 

აჭარა 

  • ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ.№20
  • დაბა ჩაქვი, ქუჩა თამარ მეფის, ქ.№40, მიმდებარედ
  • რაიონი ხულო, დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1
  • რაიონი ქედა, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14
  • რაიონი შუახევი, დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32

იმერეთი

  • ქ. ქუთაისი, პ. იაშვილის ქ.№ 9 ნაკვეთი ქ.№3;
  • ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69
  • ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ.№10
  • რაიონი წყალტუბო, სოფელი ხომული, ერისთავის ქუჩის გაგრძელება ქ.№16

 

სამეგრელო

  • ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ.№1
  • ქ. აბაშა, თავისუფლების ქ.№143
  • ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ.№111
  • ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6
  • ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№ 6
  • ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2
  • ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ.№19

 

სამცხე-ჯავახეთი

  • დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11
  • დაბა ასპინძა, შალვა ახალციხის ქ. N 1/ა
  • ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ.№48

 

შიდა ქართლი

  • ქ. ქარელი, ფანასკერტელის ქ.№30

სკრინინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე T: 255 05 05

 

სკრინინგი - ეს ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს!