04 ივლისი, 2018

სამედიცინო აგენტების 40 კაციანი ჯგუფი საქართველოში

ყირგიზეთის, ყაზახეთის, უკრაინის, რუსეთისა და უზბეკეთის სამედიცინო აგენტების და ექიმ-სპეციალისტების 40 კაციანი ჯგუფი უკვე მეორე დღეა საქართველოს სტუმრობს და ქვეყანაში სამედიცინო სერვისების პოტენციალს ეცნობა. უცხოელ აგენტებს სამედიცინო კორპოირაცია ევექსი მასპინძლობს. მედიცინის კონკრეტული მიმართულებები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ყველაზე მეტად საქართველოშია განვითარებული და ფასიც ყველაზე დაბალია.
 
ყოველწლიურად საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსული ტურისტების რიცხვი სულ უფრო იზრდება, ძირითადი მოთხოვნილება პლასტიკურ ქირურგიაზე, ინ ვიტრო განაყოფიერებაზე, ბარიატრიულ ოპერაციებზე, ტრანსპლანტაციაზე, ონკოლოგიაზე და ოფთალმოლოგიაზეა.