2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ქ. თბილისში, სასტუმრო რედისონში გაიმართა საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციისა და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის მე-3 ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციას ესწრებოდა ინდოეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, მოლდავეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან სულ 400-მდე წარმომადგენელი. კონფერენციაზე ყველა კლინიკა წარმოდგენილი იყო თავისი კუთხით. თავის მხრივ, სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი წარმოდგენილი იყო 40-ზე მეტი დელეგატითა და რეგიონული ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიური პავიოლიონით.
კონფერენცია გაკეთდა 50-მდე მოხსენება, 3 მიმოხილვითი ლექცია, ასევე, საკონფერენციო დარბაზში 3 ოპერაციის პირდაპირი ტრანსლირება მოხდა, მ.შ. ონლაინ რეჟიმში გაეშვა რეგიონული ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ მიხეილ ომიაძის მიერ ,,ფაკოემულსიფიკაცია ტრიფოკალური ხელოვნური ბროლის გადანერგვის ოპერაციის" ჩატარება. ასევე, მის მიერ გაკეთდა მოხსენება თემაზე - ,,კატარაქტის ქირურგია ულტრაბგერის გამოყენების გარეშე". აღსანიშნავია, რომ 2 დღიან საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა ენახა უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატურის გამოფენაც.
შემდეგი, მე-4 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება დაიგეგმა საქართველოში, 2020 წლისათვის.