07 თებერვალი, 2022

ინფორმაცია COVID-19-ის ტესტირების განრიგთან დაკავშირებით

კორონა ვირუსის ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად გაზრდილია მოთხოვნა Covid-19 ანტიგენისა და  PCR ტესტის ჩატარების.  აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ,,ევექსი კლინიკები“ საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და  კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩვენი ფილალების განრიგს, სადაც Covid-19-ის ტესტირება შეგიძლიათ ჩაიტაროთ.
 
  • Covid 19-ის ტესტირების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ცოცხალი რიგით, ,,ევექსი კლინიკების“,  როგორც რეგიონების, ასევე თბილისის ფილიალებში. 
  • სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00-მდე, შაბათი: 09:00-დან 14:00-მდე. PCR ტესტის ჩატარება ჩვენს ფილიალებში შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით10:00-დან 14:30-მდე.შაბათი: 10:00-დან 12:00-მდე. 
  • ვაჟა-ფშაველას #40-ში მდებარე პოლიკლინიკაში ტესტირების ჩატარება შესაძლებელია ყოველ დღე 24/7-ზე.  
  • თავხელიძის #1-ში მდებარე ვაქცინაციის ცენტრში 09:00-18:00-მდე, ხოლო სპორტის სასახლესთან მდებარე ევექსმობილში ტესტირება ტარდება  ყოველდღე 09:00-18:00 საათებში.
ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ანტიგენ ტესტი საქართველოს მოქალაქეებისთვის  უფასოა. ხოლო უფასო PCR ტესტით სარგებლობის წინაპირობაა ოჯახის ექიმის მიმართვის ქონა ან ფორმა-100/ა. PCR-ის მიმართვის აღების შემთხვევაში გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ PCR ტესტზე მიმართვის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი ანტიგენ ტესტის ჩატარებიდან გასულია არაუმეტეს 7 დღისა და ამასთანავე, აღგენიშნებათ Covid-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სხვა შემთხვევაში PCR ტესტირება ფასიანია.
 
 
PCR-ის შემთხვევაში ტესტის პასუხი გაიცემა 24-48 საათის განმავლობაში როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.  
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: T0322 55 05 05