მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტი ერთადერთია ქვეყანაში, სადაც ყველა ნევროლოგიური და ნეირო-ქირურგიული პათოლოგიის მქონე პაციენტის სრული გამოკვლევის და სრულყოფილი მართვის საშუალებას სთავაზობს.
განახლებული ნეირომეცნიერების დეპარტამენტი 28 საწოლზეაგაშლილი. პაციენტებს 12 ექიმი, 2 რეზიდენტი, 9 მედდა, 4 მედდისთანაშემწედა 7 სანიტარიმოემსახურება.
დეპარტამენტი აღჭურვილია სრულყოფილი ელექტროფიზიოლოგიური, ელექტროენცეფალოგრაფიული, ელექტრომიოგრაფიული აპარატურით.
ნეირომეცნიერების დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა ტატიშვილი ხელმძღვანელობს, ნეიროქირურგიის მიმართულებას - ვლადიმერ წიქარიშვილი, ნეიროქირურგიის მიმართულების განვითარებას კონსულტაციას გაუწევს და მკურნალობის პროცესში პირადად ჩაერთვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი ასლან გერმანიშვილი.