„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით, 6-დან 9 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ჩამოდის დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე, რომელიც გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებულ ონკო-ჰემატოლოგ აიდა გოზალოვასთან ერთად ონკოლოგიური პაციენტებისთვის კონსულტაციებს გამართავს.
კონსულტაციები სოლიდური სიმსივნეების და ასევე ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გაიმართება.
- 6 ნოემბერი - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი მის: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125
- 7 ნოემბერი - ონკოლოგიის ცენტრი მის: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
- 8-9 ნოემბერი - რეგიონული ჰოსპიტალი მის: თბილისი, ქავთარაძის ქ.23
კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა : 2 55 05 05