ევექსისა და ფარმადეპოს ქსელში ერთობლივი სასკოლო აქცია დაიწყო, რომელიც 5-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. ნებისმიერი ადამიანისთვის გამოწვევაა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არსებული მნიშვნელოვანი ცვლილება, მას როგორც სასიამოვნო ემოცები, ასევე სხვადასხვა სახის საზრუნავიც თან ახლავს. მოზარდის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლისთვის, განსაკუთრებით კი სკოლის დაწყების წინ ძალიან მნიშვნელოვანია.
იქიდან გამომდინარე, რომ შემოდგომაზე ინფექციების სეზონი მატულობს სასურველია სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს გაძლიერებული იმუნიტეტით შეხვდნენ. ასევე, სპეციალისტები მოზარდებს სქოლიოზისა და კისრის მალების ფორმირების შემოწმება ურჩევენ, რადგან როგორც წესი მათ სკოლის პერიოდში მჯდომარე მდგომარეობაში დიდი დროის გატარება უწევთ. გარდა ამისა, დასვენების პერიოდში ბავშვებს დიდი დრო აქვთ კომპიუტერთან და სხვადასხვა მოწყობილობებთან გატარებული, ამიტომ უმჯობესია მათი მხედველობის შემოწმებაც მოხდეს.
სწორედ ამიტომ, ევექსის ქსელში 5-დან 18 წლამდე მოსწავლეები სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ისარგებლებენ შემდეგი ფასდაკლებებით:
- რეაბილიტოლოგის კონსულტაცია -100%
- პედიატრის კონსულტაცია -50%
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია - 50%
- სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი - 30%
- ლაბორატორიული გამოკვლევები -30%
- ფიზიოთერაპია - 20%
ევექსის ქსელში რეგისტრაციის შემთხვევაში კი დამატებით საჩუქრად 50 ლარიანი ვაუჩერს მიიღებს 5-დან 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი, რომელსაც ნებისმიერ ლაბორატორიულ გამოკვლევაზე გამოიყენებს.
განსაკუთრებული შეთავაზება აქვს ასევე ფარმადეპოს ქსელს, სადაც ყოველ გადახდილ 100 ლარზე 10 ლარი უკან დაუბრუნდებათ. დამატებით, სააფთიქო ქსელში მოქმედებს ფასდაკლება სხვადასხვა ბრენდებზე.
აქცია ძალაშია 15 ოქტომბრის ჩათვლით ევექსის თბილისისა და ბათუმის პოლიკლინიკებში და განკუთვნილია 5-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის. ფარმადეპოს ვაუჩერის გამოყენება კი შესაძლებელია ფარმადეპოს ნებისმიერ აფთიაქში.