10 ნოემბერი, 2020

ევექსი კლინიკებში გრიპის ვაქცინაციის მეორე ეტაპი იწყება

გლობალური პანდემიის გამო, წელს მსოფლიოში მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა გრიპის ვაქცინაზე და მისი მიწოდება ხდება შეზღუდული რაოდენობით.

ევექსი კლინიკებში ფრანგული წარმოების სანოფის ბრენდის „ვაქსიგრიპის“ 4-კომპონენტიანი ვაქცინა 10 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

პანდემიის გამო ვაქცინებს კომპანია 2 ნაწილად მიიღებს (პირველი ნაწილი - 10 ნოემბრიდან, მეორე ნაწილი - ნოემბრის ბოლოს) და ხელმისაწვდომი იქნება ევექსის ყველა კლინიკაში.

ვაქცინაციისთვის აუცილებელია მიმართოთ თქვენთვის სასურველ ევექსის კლინიკას.

მათთვის კი, ვინც შეზღუდული რაოდენობის გამო 10 ნომებრიდან ვერ მიიღებს ვაქცინას, შესაძლებლობა გექნებათ წინაწარ დარეგისტრირდეთ და აიცრათ ნოემბრის ბოლოს.

ამისათვის, გთხოვთ შეგვივსოთ მარტივი ფორმა:
https://forms.gle/Jx4pe69Chn26Ff559

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნილი რაოდენობა.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ევექსი კლინიკებში 3-კომპონენტიანი ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით სექტემბრის მეორე ნახევარში იყო ხელმისაწვდომი.

ნოემბრის დასაწყისიდან კი დაიწყო სახელმწიფოს მიერ უფასო ვაქცინაცია და უტარდება იმ მოსახლეობას, ვინც რისკ-ჯგუფში იმყოფება.

შეგახსენებთ, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, უფასო ვაქცინაციით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ ჯგუფებს:

ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:

ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;

ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;

ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;

ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;

ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:

ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

ბ.ბ) ორსულები;

გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის N 01/ - 6/ნ ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:

გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:

გ.ა.ა.) ექიმები;

გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;

გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);

გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;

გ.ა.ე.) ბებიაქალები;

გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;

გ.ა.ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;

გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;

გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;

გ.ბ.) ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:

გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;

გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; გ)მონადირეები;

გ.ბ.დ.) ვეტერინარები;

გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;

გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:

გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა დ ა განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;

გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:

გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.

გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;

გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,

გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის და წესებულება,

გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.


ევექსი კლინიკების მისამართები:

თბილისი:

ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №40

ქ. თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1

ქ. თბილისი, მარატ ნოზაძის ქ.№8

ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის ქ.№69

ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ.№30

ქ. თბილისი, ვეკუას ქ.№3

ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №123

ქ. თბილისი, ი. პეტრიწის ქ.№16, №16ა კორპუსების მიმდებარედ;

 

კახეთი:

ქ. ახმეტა, რუსთაველის ქ. №78ა

ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქ.№15

ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №3ა

 

 

შიდა ქართლი:

ქ. ქარელი, ფანასკერტელის ქ.№30

 

აჭარა:

ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ.№20

დაბა ჩაქვი, ქუჩა თამარ მეფის, ქ.№40, მიმდებარედ

რაიონი ხულო, დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1

რაიონი ქედა, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14

რაიონი შუახევი, დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32

 

იმერეთი:

ქ. ქუთაისი, პ. იაშვილის ქ.№ 9 ნაკვეთი ქ.№3;

ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69

ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ.№10

რაიონი წყალტუბო, სოფელი ხომული, ერისთავის ქუჩის გაგრძელება ქ.№16

ქ. ხონი, სოლომონ მეორის ქ. №21

 

სამეგრელო:

ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ.№1

ქ. აბაშა, თავისუფლების ქ.№143 

ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ.№111

ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6

ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№ 6

ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2

ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ.№19

 

 

სამცხე-ჯავახეთი:

დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11

დაბა ასპინძა

ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ.№48