ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით რამდენჯერმე გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია „ევექსი კლინიკების“ ოფისში კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტის შესახებ.
ინფორმაციისთვის, გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენი სათაო ოფისის შენობაში მოქმედებს რამდენიმე კომპანია, საიდანაც ერთ-ერთში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.
„ევექსი კლინიკებიდან“ დაინფიცირებულთან კომუნიკაცია ჰქონდა მხოლოდ ერთ პირს და ის მაშინვე გადავიდა თვითიზოლაციაში. მას ჩაუტარდა ანალიზიც და ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ის მაინც აგრძელებს თვითიზოლაციას.
ამ შემთხვევის შემდეგ ერთადერთი დაინფიცირებული პირი, რომელიც “ევექსის” სახელთანაა კავშირში, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი და “ევექსი კლინიკების” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელმაც საკუთარი სტატუსი თავადვე საჯარო გახადა. ასევე, იდენტიფიცირებულია ნიკოლოზ გამყრელიძესთან შემხებლობაში მყოფი ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
პრევენციისათვის, შენობას 3 დღის განმავლობაში ჩაუტარდა დეზინფექცია.
გვინდა დავამშვიდოთ ჩვენი მომხმარებლებიც და აღვნიშნოთ, რომ „ევექსი კლინიკების“ 35-ვე კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტს არანაირი შემხებლობა აქვს კლინიკებთან. „ევექსი კლინიკების“ სათავო ოფისი არ იმყოფება არც ერთი კლინიკის ტერიტორიაზე.
ჩვენ მუდმივ რეჟიმში მზად ვართ ვითანამშრომლოთ მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებასთან და მივაწოდოთ მათ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.
საქართველოს 6 რეგიონში, „ევექსი კლინიკების“ 35-ვე კლინიკა, 2000-მდე სამედიცინო პერსონალი განაგრძობს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ მათ თავდაუზოგავი შრომისათვის