COVID 19-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, იმატა PCR ტესტირების საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობამ. მნიშვნელოვანია,მომხმარებლებისთვის პროცესი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო.
19 ოქტომბრიდან ევექსის თბილისის პოლიკლინიკებში COVID 19-ის PCR ტესტირების სერვისზე მოქმედებს შემდეგი წესები:
- PCR ტესტირებისთვის მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა. იმისaთვის რომ კლინიკაში მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთოების ნორმები, სერვისზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 55 05 05;
- წინასწარი ჩაწერის დროს მომხმარებლებს შევთავაზებთ ევექსის პოლიკლინიკას, სადაც კვლევის ჩატარება შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს 24 საათისა;
- მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში თუ ვერ უზრუნველვყოფთ არაუგვიანეს 24 საათისა თქვენს ჩაწერას PCR კვლევაზე, შეგეძლებათ კვლევა ჩაიტაროთ თბილისში არსებულ 100-მდე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია აღნიშნული სერვისის მიღება;
- PCR ტესტირება ჩატარდება თბილისში პოლიკლინიკების მიმდებარედ, ღია სივრცეში, სპეციალურად აღჭურვილ კარვებში, რაც საშუალებას მოგვცემს ეფექტურად გავმიჯნოთ პაციენტთა ნაკადები და მაქსიმალურად შევამციროთ COVID 19-ის რისკები.
შეგახსენებთ, COVID 19-ის PCR ტესტირების საჭიროების მქონე პირებს ევექსის პოლიკლინიკების გარდა შეუძლიათ კვლევა ჩაიტარონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ თბილისის სხვა ლაბორატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. დეტალური ინფორმაცია იხილიეთ ლინკზე: https://www.ncdc.ge/pages/user/News.aspx?ID=96bb23b3-c443-4cef-bfb4-18fb26b143fd&fbclid=IwAR2rSAa_oRA0aecNP-WVAjgT0FlTL6TfBessABJm_ryNhjNzL4rHOjczfL8
ევექსის პოლიკლინიკებში სერვისის მართვა ხორციელდება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების დაცვით. მოვუწოდებთ მომხმარებლებს მაქსიმალურად გაითვალისწინონ და დაიცვან მოწოდებული რეკომენდაციები.
ჯანმრთელობას გისურვებთ,
ევექსი კლინიკები