15 ივნისი, 2018

დიმიტრი ცინცაძის ფონდმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა, რომელიც სოლიდური სიმსივნეებითა და  ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობაში ეხმარება, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა. ფონდი 5 წლის წინ ქვეყნის ცნობილმა ჟურნალისტებმა დაარსეს. საღამოზე  “ სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ფონდისთვის გაწეული დახმარებისთვის „სიცოცხლის ხით“ დაჯილდოვდა. 
 
5 წლის განმავლობაში დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი 282 ბავშვს დაეხმარა, მათი მკურნალობისთვის დახარჯულმა თანხამ კი 2 365 000 ლარი შეადგინა.