9 ივნისს დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრმა უმასპინძლა და მას ევროპის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული უცხოელი კარდიოქირურგები დაესწრნენ.
კონფერენციაზე განხილული იქნა აქტუალური თემები, როგორებიცაა: თანდაყოლილი მანკების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ხელოვნური გულის თანამედროვე ასპექტები და კარდიოექოსკოპიური დიაგნოსტიკა ბავშვებში. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი კარდიოქირურგები, რომლებმაც ერთმანეთს კლინიკურ და სამეცნიერო გამოცდილება გაუზიარეს