22 აპრილი, 2020

ცნობა სამედიცინო სერვისების მისაღებად ავტომობილით გადაადგილებისათვის

სამედიცინო სერვისების მისაღებად პაციენტებს არ ეზღუდებათ გადაადგილება მსუბუქი ავტომობილით.

ევექსი კლინიკებში სამედიცინო მომსახურებების მისაღებად თქვენ გამოგეგზავნებათ სპეციალური ცნობა, რითიც შეძლებთ ტრანსპორტირებას.


ტრანსპორტით გადაადგილებისას აუცილებლად იქონიეთ ჩვენ მიერ მოწოდებული ცნობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


ევექსი კლინიკებში შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ ონლაინ ვიდეო ან სატელეფონო კონსულტაციით.

კლინიკაში ჩაწერისა და ცნობის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს: 032 2550505