04 თებერვალი, 2022

კორონა ვირუსის ომიკრონის შტამთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები

 
ომიკრონის შტამსა და ზოგადად, კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ,  ,,ევექსი კლინიკები“ აღნიშნული თემების ირგვლივ ყველა კითხვას დეტალურად უპასუხებს:
 
როგორ განვასხვავოთ ომიკრონი სეზონური გრიპისგან?
ომიკრონსა და სეზონურ გრიპს ახასიათებს ერთნაირი ჩივილები: (ცხელება, სურდო, სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა). განსხვავება შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების მიხედვით.
 
სიმპტომიდან რამდენ დღეში უნდა ჩატარდეს  COVID-19-ის ტესტი?
Covid-19 დიაგნოსტიკის მიზნით უმჯობესია ტესტი ჩატარდეს სიმპტომების (სურდო, სისუსტე, ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი და სხვა)  გამოვლენიდან 2 -3 დღეში.
 
რა სიმპტომები აქვს ომიკრონს?
ძირითადად გამოვლინილია შემდეგი სიმპტიმები: ცხელება,  სურდო, სისუსტე,  ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოს და ყნოსვის დაკარგვა.
 
თუ პაციენტი არის კონტაქტი ან აქვს სიმპტომი, ხოლო  ტესტი უარყოფითია როგორ ვიქცევით?
უმჯობესია პაციენტი დარჩეს იზოლაციაში, რადგან სიმპტომები შესაძლოა იყოს სხვა ვირუსული დაავადება იყოს, რომელიც ასევე კონტაგიოზურია. მძიმე რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისას, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს, უმჯობესია მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.
 
როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ დაავადება გართულდა ომიკრონის შემთხვევაში და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია?
 
ძირითადად ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება სუნთქვის მწვავე უკამრისობისათვის  დამახასიათებელი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულისცემის სიხშირე >100ზე წთში, სისხლში ჟანგბადის სატურაცია <93% (თუ გაქვთ გაზომვის საშუალება). ასევე შესაძლებელია გამწვავდეს არსებული ქრონიკული დაავადება და ეს გახდეს სტაციონარში გადაყვანის მიზეზი.
 
რთულდება თუ არა დაავადება აცრილ მოსახლეობაში?
ამჟამად არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ორი დოზით ვაქცინირებული პირებში მძიმე დაავადების განვითარება მინიმალურია, ხოლო Covid-19 ახალი ომიკრონ ვარიანტისათვის ბუსტერ (მესამე) დოზით აცრილი ადამიანები  უფრო დაცული არიან ჰოსპიტალში მოხვედრისაგან. აცრილ მოსახლეობაში მძიმე დაავადების განვითარების მხოლოდ  ერთეული შემთხვევები არსებობს.
 
როგორი მიმდინარეობა აქვს  COVID-19-ს ბავშვებში ?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველა ასაკის ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს. დაავადება ძირითადად მიმდინარეობს მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით: ცხელება, ხველა ან ქოშინი, კუნთების ტკივილი, რინორეა, ყელის  და თავის ტკივილი, გულის რევა/ღებინება, დიარეა, ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 16-17% შესაძლებელია იყოს პედიატრიული ასაკის.
გართულებულ სიმპტომებად მიიჩნევა: მუდმივი ცხელება (4-6 დღე), მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, თავის ტკივილი, ცნობიერების შეცვლა, რესპირაციული სიმპტომები, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შესაძლებელია ასევე ხელების ან ფეხების შეშუპება.
 
ომიკრონის გადატანიდან რამდენ ხანში შემიძლია ვაქცინაცია?
ვაქცინაცია შესაძლებელია ომიკრონის გადატანიდან 30 დღეში.
 
როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში?
სახლის პირობებში მთავარია სიმპტომური თერაპია და შესაძლო მძიმე დაავადების დროული ამოცნობა.  
  • ცხელების შემთევევაში >38გრადუსზე მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალება,  ყელის ტკივილის ან სხვა მსუბუქი სიმპტომების მოსახსნელად ექიმის მიერ რეკომენდირებული მედიკამენტები. 
  • არ შეწყვიტოთ ქრონიკული დაავადებებისათვის რეკომენდირებული მედიკამენტების მოხმარება.  აუცილებლად შეატყობინეთ ონლაინ ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ რასაც მუდმივად მოიხმართ.
  • არ გამოიყენოთ თვითნებურად ანტიბიოტიკები. გახსოვდეთ რომ მათი არასწორად მიღება იწვევს რეზისტენტობის  ჩამოყალიბებას და აზაიანებს თქვენს  ჯანმრთელობას.  ანტიბიოტიკები ძირითადად გამოიყენება ბაქტერიული ინფექციით გართულებულ შემთხვევებში, რომელიც ძირითდად ხვდებიან ჰოსპიტალში
  • არ გამოიყენოთ თვითნებურად ანტიკოაგულანტებით ( თრომბოზის განვითარების საწინააღმდეგო მედიკამენტები)  მკურნალობა, რაც ძირითადად არ სჭირდება მსუბუქ პაციენტებს.  გახსოვდეთ რომ მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. ანტიკოაგულანტების გამოყენება ძირითდად ესაჭიროება ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს
უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტს არ სჭირდება იცოდეს რომელი შტამითაა დავადებული ვინაიდან ეს ინფორმაცია არ ცვლის მკურნალობის სტრატეგიას.
 
როგორია იზოლაციის წესები?
 ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის: 
  • კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
  • ბოლო სიმპტომიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
  • იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება
  საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:
 
  • კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
  • სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში
  • იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება
 
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.
 
კონტაქტირებული პირები კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10  დღე:
  • ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
  • კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში
 
მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და  ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:
  • არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს
  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
  • პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში