„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ნეიროგანვითარების ცენტრი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს კაპიტალის (GCAP) თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ, „ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ და „ევექსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა მანჩო ოქროჯანაშვილმა დაათვალიერეს.
6 დეკემბრიდან, ბახტრიონის 10ბ-ში მდებარე ცენტრი ,,კარავი“ ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს. ცენტრი ერთდროულად, 400-მდე ბავშვსა და 18 წლამდე მოზარდს ემსახურება.
„კარავის“ მიზანი ბავშვების ჰარმონიული განვითარებისათვის ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა.
„კარავის“ გუნდს სჯერა, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია, სწორედ ამიტომ დარგის წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საუკეთესო მულტიპროფილური გუნდი იზრუნებს, რომ თითოეული ბავშვისთვის შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომა და პროცესი კომპლექსურად წარიმართოს. ეს კი გულისხმობს საწყის ეტაპზე ბავშვის მდგომარეობის დიაგნოსტიკას, ხოლო შემდგომ პერსონიფიცირებული გეგმის შედგენასა და მკურნალობის წარმართვას.
მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებმა კომბინირებული თერაპიების სერვისის მიღება, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ერთ სივრცეში შეძლონ, სწორედ ამიტომ ცენტრში ერთდროულად ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. „კარავში“ მოქმედებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში.
ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრს თამარ (ტატა) ბაზღაძე ხელმძღვანელობს, რომელიც არის ექიმი-ფსიქიატრი და აქვს ბავშვებთან და მოზარდებთან 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
რაც შეეხება ,,კარავი“-ს ინფრასტრუქტურას, ის თბილისის ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, ბახტრიონის 10ბ-ში მდებარეობს და განლაგებულია 5 სართულზე, ხოლო თერაპიული, სენსორული და სადიაგნოსტიკო კაბინეტები აღჭურვილია უახლესი თანამედროვე ინვენტარით.