1 დღე ჯანმრთელობისთვის - ჯანსაღი სამუშაო გარემოსთვის

1 დღე ჯანმრთელობისთვის - ჯანსაღი სამუშაო გარემოსთვის

 თანამედროვე სამყაროში, სადაც სამუშაო გრაფიკი მუდმივად დატვირთულია, საკუთარი ჯანმრთელობისთვის დროის გამოყოფა ხშირად გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ევექსი გთავაზობთ ინოვაციურ პროექტს, რომელიც თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვას უფრო პრიორიტეტულს გახდის.

 

რას გთავაზობთ ჩვენი პროექტი?

 

ევექსი კომპანიებს მოუწოდებს, კანონით გათვალისწინებული 24-დღიანი შვებულების გარდა, თანამშრომლებს დამატებით გამოუყონ ერთი დღე - 25-ე დღე ჯანმრთელობისთვის. ეს არის დღე, როდესაც თქვენი თანამშრომლები შეძლებენ სრულად დაუთმონ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

 

რა სარგებელს მიიღებენ თქვენი თანამშრომლები?

 

პროექტში ჩართული ორგანიზაციების თანამშრომლებს წელიწადში ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა:

 

  • ჩაიტარონ კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები

  • მიიღონ კვალიფიციური ექიმების კონსულტაციები

  • მიიღონ პროფესიონალური რჩევები ჯანმრთელობის მართვისა და გაუმჯობესების შესახებ

  • ისარგებლონ 40% ფასდაკლებით ევექსის ყველა სამედიცინო მომსახურებაზე

მომსახურებები, რომლებზეც ვრცელდება 40%-იანი ფასდაკლება:

  • ლაბორატორიული კვლევები

  • ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციები (მათ შორის ოჯახის ექიმთან)

  • ინსტრუმენტული კვლევები (ექოსკოპია, რენტგენი და სხვა)

  • მაღალტექნოლოგიური კვლევები (CT, დენსიტომეტრია)

  • სარეაბილიტაციო პროცედურები

 

რატომ უნდა შეუერთდეთ ჩვენს პროექტს?

 

✓ აჩვენეთ თქვენს გუნდს, რომ მათი ჯანმრთელობა პრიორიტეტულია

✓ ჯანმრთელი თანამშრომლები უფრო ეფექტურად მუშაობენ

✓ დროული დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები

✓ შეამცირეთ ავადობით გამოწვეული გაცდენები

✓ შექმენით ზრუნვაზე ორიენტირებული გარემო

 

როგორ შევუერთდეთ პროექტს?

 

პროექტში ჩასართავად საკმარისია მოგვწეროთ მეილზე 1day4health@evex.ge ან შეგვივსოთ თანდართული ფორმა:

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო დეტალის მოგვარებაში და პროექტის იმპლემენტაციაში თქვენს კომპანიაში.

 

იზრუნეთ თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე!

ჩვენ გავაფორმებთ მემორანდუმს, დაგეხმარებით ყველა საჭირო დეტალის მოგვარებასა და პროექტის იმპლემენტაციაში თქვენს კომპანიაში.