„ევექსის კლინიკები“ აცხადებს შერჩევას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
- საბანკო ამონაწერების დამუშავება და ბუღალტრული აღრიცხვა;
- საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რეპორტების აწყობა და ანალიტიკა;
- კომპანიის ფულადი სახსრების ბიუჯეტის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსური მიმართულებით);
- აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა;
- სასურველია ERP პროგრამაში (კერძოდ Exact-ში) მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პროფესიულიგანვითარებისმოტივაცია.
- პასუხისმგებლობისგრძნობა;
- ძლიერილოგიკური, მათემატიკურიდაანალიტიკურიუნარები;
- დატვირთულრეჟიმშიმუშაობისუნარი;
- დეტალებზეორიენტაცია, ხარისხიდასიზუსტე;
- კომუნიკაბელურობადაგუნდურიმუშაობისუნარი;
- ინდივიდუალურადმუშაობისუნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 აპრილი, 2021 წ.
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.