ტრენერი

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  ტრენერის  ვაკანსიას HR დეპარტამენტში

ჩვენი კომპანია ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში და ჩვენი სტრატეგიაა, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ ჯგუფის ფარგლებში კარიერის შექმნის და განვითარების საშუალება.  

შერჩევაში უპირატესობა კანდიდატებს შორის მიენიჭება ჩვენი ჯგუფის თანამშრომელს, რომელიც დააკმაყოფილებს ვაკანსიის ბაზისურ მოთხოვნებს (გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ).

შერჩეულ თანამშრომელს არ მოეთხოვება ტრენერის გამოცდილება, რადგან HR გუნდი უზრუნველყოფს მის სწავლებასა და მხარდაჭერას, რომ გახდეს ტრენერი.


 

 

ძირითადი სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

განსაკუთრებული მინიშნება:  პოზიცია გულისხმობს მივლინებებს ქვეყნის მასშტაბით

დეტალებს კომპენსაციისა და ბენეფიტების შესახებ თანამშრომელი გაეცნობა ინტერვიუზე.

ძირითადი სამუშაო ფუნქციები:

  1. კომპანიაშიდამტკიცებულიტრენინგ მოდულების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
  2. ჩატარებული ტრენინგების შესახებ ანგარიშისა და რეკომენდაციებისწარდგენა;
  3. საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი ტრენინგ მოდულის შექმნა და განხორციელება;
  4. დამტკიცებული ტრენინგ მოდულების მუდმივად განვითარებასა და განახლებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები


  1. პრიორიტეტულია თანამშრომელს ნამუშევარი ჰქონდეს მომსახურების სფეროში არანაკლებ 3 წლისა;
  2. სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
  3. სერთიფიკატი ტრენერთა ტრენინგში ჩაითვლება უპირატესობად;
  4. ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  5. საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  6. ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:


  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცოდნის გადმოცემისა და სწავლების უნარი;
  • აუდიტორიის მართვა;
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  12 დეკემბერი, 2018

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე t.kazalikashvili@evex.geდა ასევე შეგიძლიათ შეკითხვების შემთხვევაში მიმართოთ თამოს ამავე მეილზე.

  1. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ღილაკი „ატვირთე განაცხადი“

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line