სტრატეგიული პროექტების მენეჯერი

ევექსი აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ვაჟა- ფშაველას #40

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევის საფუძველზე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების ინიცირება, მმართველ გუნდთან ერთად განხილვა და დამტკიცება;
  • ბიზნეს პროცესების მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილების ინიცირება;
  • პროექტების მიზნობრიობის, მასშტაბებისა და საბოლოო შედეგების განსაზღვრა;
  • პროექტებისათვის დეტალური გეგმის, ვადებისა და ფინანსური ბიუჯეტის მომზადება;
  • პროექტების განსახორციელებლად საჭირო პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება, მათთან კომუნიკაცია და შესაბამისი გუნდების დაკომპლექტება;
  • პროექტზე მომუშავე გუნდების ხელმძღვანელობა და კონტროლი, პროექტის დათქმულ ვადებში და ბიუჯეტში შესრულების მიზნით;
  • პროექტის პროგრესის მონიტორინგი, პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და დროული კომუნიკაცია შესაბამის პირებთან;
  • პროექტის მიმდინარეობის რეგულარული რეპორტინგი მმართველ გუნდთან;
  • პროექტის ბიუჯეტის ეფექტურად ათვისების მუდმივი კონტროლი და რეპორტინგი პროექტის იმპლემენტაციამდე და პერიოდული შეფასებები იმპლემენტაციის შემდგომ პერიოდში;
  • პროექტთან დაკავშირებულ ყველა პირთან ურთიერთობა, როგორც შიდა ორგანიზაციულ რგოლებთან, ისე გარე მომწოდებლებთან და პარტნიორებთან. მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და სწრაფი უკუკავშირი;
  • განსახორციელებელი პროექტების კომპანიის პოლიტიკასთან, ჯანდაცვის სფეროს შესაბამის რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა პროექტის ეფექტურობისა და შედეგების გასაუმჯობესებლად.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვაში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel-ის და Power Point-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა სავალდებულოა);
  • Microsoft Project-ის ან სხვა მსგავსი პროგრამის ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • ლიდერობა
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • გუნდის მართვის და მოტივირების უნარი
  • კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი
  • რამოდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის და პრიორიტეტიზაციის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 აგვისტო, 2023 წ. დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:

 

 

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line