“ევექსის კლინიკები“ აცხადებს სტაჟირებას რეგისტარტურაში.
რატომ დასაქმება ევექსში?
ევექსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდი და ამბიციური კომპანიაა.
ასეთ დიდ კომპანიაში კარიერის შექმნა რეალური, პერსპექტიული და საინტერესოა.
ევექსის რეგისტრატურის გუნდში ვაკანტური ადგილებია.
ვისთვის არის ეს პროგრამა განკუთვნილი?
მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული მომსახურების სტანდარტები და გახდეს რეგისტრატურის გუნდის წევრი.
ვიწვევთ მომსახურების სფეროთი დაინტერესებულებს ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან!
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე
განსაკუთრებული მინიშნება: პროგრამის დასრულების შემდგომ საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეებს შესაძლებელია კომპანიამ შესთავაზოს სტაბილური სამუშაო ამ მიმართულებით.
მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა და პოზიტივი!
დასაქმების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შეისწავლოთ:
- მომსახურების სტანდარტები
- კორპორატიული კულტურა
- პაციენტის ვიზიტის კოორდინაცია
- პაციენტის რეგისტრაციის პროცედურა
- პროცედურულ დოკუმენტაციასთან მუშაობა
- რთული სიტუაციების მართვა
განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 15 მაისი, 2019 წ.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდანგამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.