შესყიდვების სპეციალისტი

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას  შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 40

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე


ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის მასშტაბით, კლინიკების არასამედიცინო ინვენტარით უწყვეტად მომარაგების უზრუნველყოფა;
  • მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე არასამედიცინო ინვენტარის მომწოდებელი კომპანიების მოძიება და ოპტიმალური შეთავაზების შერჩევა;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების წარმოება და მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება;
  • მომწოდებლებთან გადახდის პირობებისა და პროდუქციის მოწოდების ვადების კონტროლი;
  • ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა და ვადაგასული ხელშეკრულებების დროული განახლება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის საფუძველზე, არსებული და ახალი მომწოდებლების ხელშეკრულებების გადახედვა, მომსახურებისა და ფასების გაუმჯობესების მიზნით;
  • შესყიდვების პროცესის მუდმიმვი მონიტორინგი, მომწოდებლებთან იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა, მათ შორის, ინვენტარის დროულად მიწოდება, წუნდებული პროდუქციის ჩანაცვლება/დაბრუნება და სხვა;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; საბუთების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება და მათთან კოორდინირებით, გადარიცხვის პროცესის კონტროლი;
  • ბაზრის კვლევის ჩატარება, შესასყიდი და შესყიდული პროდუქციის ხარისხისა და ფასების ანალიზის მიზნით;
  • შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის შეფასება, შესასყიდი/შესყიდული პროდუქციის ფინანსური ანალიზი და გარკვეული პერიოდულობით, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
  • სასურველია სასერტიფიკატო განათლება შესყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, MS Word;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

 

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;           
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი. 

 

განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 28 აპრილი, 2023 წ.

 

ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line