ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას სერვის მენეჯერის პოზიციაზე, დიდუბის პოლიკლინიკაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 141ა
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
- საჭიროებიდან გამომდინარე, პრეტენზიულ პაციენტებთან კომუნიკაცია და დაფიქსირებული პრობლემის ეფექტიანად და დროულად მოგვარება, მათ შორის, ინციდენტის მონაწილე სამედიცინო და/ან არასამედიცინო პერსონალთან საკითხის მოკვლევა და პაციენტთან უკუკავშირი;
- მომსახურების პროცესში, შემაფერხებელი გარემოებებისა და პრობლემური ასპექტების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, ჩართულობა;
- სამუშაო გრაფიკების შედგენისა და დასწრება/გაცდენის/შვებულებებისაღრიცხვის პროცესის მართვა;
- დადგენილი პერიოდულობით, დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზება, განვლილი დღის შეჯამების, პრობლემების გაანალიზებისა და გადაჭრის გზების იდენტიფიცირების მიზნით;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებასა და მოტივირებაზე მუდმივი ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების არასაკმარისი რესურსის არსებობის შემთხვევაში, კლინიკის მენეჯერის დასტურის საფუძველზე, სათავო ოფისისთვის ახალი თანამშრომლის დამატების შესახებ, ინიციატივის მიწოდება;
- კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობა;
- ახალი თანამშრომლების სწავლებისა და სამუშაო გარემოსთან ადაპტირებების პროცესების კოორდინირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება;
- სავალდებულოა მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სამედიცინო ბაზისური ტერმინოლოგიის, სპეციალობების ცოდნა.
კომპეტენციები და პიროვნული უნარები
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
- გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2023 წელი
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.