საზაფხულო დასაქმება რეგისტრატურაში

საზაფხულო დასაქმება რეგისტრატურაში

სამედიცინო კორპორაცია ევექსი იწყებს საზაფხულო დასაქმების პროგრამას მათთვის, ვისაც მომსახურების სფეროში დასაქმება სურს.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6

რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი

ევექსი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ წევრი კომპანიაა, რომლის აქციები 2015 წლის ნოემბრიდან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისთინგშია და წარმატებით ივაჭრება.

რატომ დასაქმება ევექსში?

იმიტომ, რომ ევექსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდი და ამბიციური კომპანიაა

იმიტომ, რომ ევექსის რეგისტრატურის გუნდში ვაკანტური ადგილებია

იმიტომ, რომ ასეთ დიდ კომპანიაში კარიერის შექმნა რეალური, პერსპექტიული და საინტერესოა 

ვისთვის არის ეს პროგრამა განკუთვნილი?

მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული მომსახურების სტანდარტები და გახდეს რეგისტრატურის გუნდის წევრი. 

ვიწვევთ მომსახურების სფეროთი დაინტერესებულებს  ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან! 

საზაფულო დასაქმების ხანგრძლივობა: 3 თვე 

განსაკუთრებული მინიშნება: პროგრამის დასრულების შემდგომ საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეებს შესაძლებელია კომპანიამ შესთავაზოს სტაბილური სამუშაო ამ მიმართულებით, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში; 

მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა და პოზიტივი! 

დასაქმების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შეისწავლოთ:

-          მომსახურების სტანდარტები

-          კორპორატიული კულტურა

-          პაციენტის ვიზიტის კოორდინაცია

-          პაციენტის რეგისტრაციის პროცედურა

-          პროცედურულ დოკუმენტაციასთან მუშაობა

-          რთული სიტუაციების მართვა 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  27 ივლისი, 2018 წ.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line