საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტი

ევექსის კლინიკები აცხადებს  შერჩევას ადმინისტრაციული მხარდაჭერის სპეციალისტისპოზიციაზე თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ევექსის კლინიკებისთვის მომსახურების შესყიდვისთვის დოკუმენტაციის მომზადება და მომწოდებელთან შესაბამისი კომუნიკაცია (ხელშეკრულება, ზედნადები, ქვითარი, ფორმა 2 და ა.შ.)
  • მომსახურების ანაზღაურების მიზნით ბუღალტერიისთვის დოკუმენტაციის  და ყველა საჭირო ფაილის მიწოდება;
  • ბიზნეს ბარათების ლიმიტის შესავსებად დოკუმენტაციის მომზადება და ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურისთვის მიწოდება
  • ელ. ჯგუფზე (შემოსული მოთხოვნების მიხედვით To Do List ფაილის წარმოება/განახლება და უშუალო უფროსისთვის მიწოდება;
  • ყოველდღიურად სამედიცინო ნარჩენების მართვის პორტალზე ევექსის კლინიკების მიერ ატვირთული მონაცემების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
  • საწვავის შესყიდვასთან და ბარათების დამზადებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია მომწოდებელთან
  • ყოველდღიურად TNT-ს საშუალებით ამანათების გაგზავნა,TNT-ს აპლიკაციაში გზავნილის რეგისტრაცია;
  • რეპორტინგი შესრულებულ საქმიანობაზე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია გამოცდილება სამედიცინო სფეროში
  • აუცილებელია MS Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა,
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;


   განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 ნოემბერი, 2020

 

 

“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line