სამედიცნო შემთხვევების ოპერატორი

 

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის  პოზიციაზეთბილისში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  დიდი დიღმის პოლიკლინიკა

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტთა ისტორიის დამუშავება როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ;
  • დაინტერესებული პირების დროულად და ამომწურავად ინფორმირება და მიმართულების მიცემა შესაბამის საკითხებზე;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება, გადამისამართება ადრესატებთან და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • პრიორიტეტულია განათლება ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ - საოფისე პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  12 ნოემბერი,  2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:https://evexhospitals.ge/ka/vacancy/samedicino-shemtxvevebis-operatori/371

 

ევექსის კლინიკები   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line