“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს სამედიცინო ხარჯების ანალიტიკოსის ვაკანსიას თბილისში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელის მასშტაბით კლინიკების სამედიცინო ხარჯვის დეტალური ყოველთვიური ანალიზი;
- მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების დანახარჯების ოპტიმიზაცია;
- ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენის უზრუნველყოფა;
- განყოფილებაში არსებული რეპორტინგის პროცესებში ჩართულობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ფინანსური მიმართულებით);
- აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
- სასურველია მონაცემების ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ;
- პრიორიტეტულია სამედიცინო პროდუქტების განვითარების კუთხით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დიდი მოცულობის სამუშაოს დროში განაწილებისა და ვადაში შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 აგვისტო, 2018
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.