ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას სამედიცნო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებელების მოძიება თბილისსა და თბილისის შემოგარენ რეგიონებში
- მოლაპარაკაბებების წარმოება კლიენტებთან , მათთვის ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების უზრუნველყოფა
- გაყიდვების შემდგომი მომსახურება, ხელშეკრულებების გაფორმება და ა.შ
- ბაზრის ანალიზი
- რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
- ეფექტური კომუნიკაციისადა მოლაპარაკების წარმართვის უნარი
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 ივლისი, 2020
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.