ევექსი აცხადებს შერჩევას სამედიცინო ტექნიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 40
სამუშო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელის მასშტაბით, სამედიცინო აპარატებისა და დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- Service desk-ზე დაფიქსირებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება და სამედიცინო აპარატურის დაზიანების სტატუსების მართვა;
- ქსელის მასშტაბით, შემოსული მოთხოვნების დახარისხება, პირადად აღმოსაფხვრელ და/ან მომსახურების გამწევ კომპანიასთან გადასამისამართებელ საკითხებად; შესაბამისი ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- საჭიროების შემთხვევაში, არსებული აპარატურის შეკეთება, კომპეტენციის ფარგლებში(მონტაჟი/დემონტაჟი/კალიბრაცია);
- ქსელის მასშტაბით, აპარატურების ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, პერიოდული შემოწმებების პროცესში მონაწილეობა, ტექნიკური დავალებების შესრულება;
- სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემებისდროული აღმოჩენა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- სამედიცინო აპარატურის ექსპლუატაციის წესების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- სასურველია ინგლისური და /ან რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 ივლისი, 2023 წ.
“ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.