საექთნო გადამზადებაზე მიღება დაიწყო!
სამედიცინო კორპორაცია ევექსი აცხადებს მონაწილეთა მიღებას ექთნებისათვის გარე საექთნო კურსზე ქუთაისში
მათ, ვისაც გაქვთ ექთნის პოზიციაზე მუშაობის უფლება სამედიცინო კორპორაცია ევექსი გთავაზობთ გადამზადებას ,,ზოგად საექთნო საქმეში’’. სასწავლო კურსი შედგენილია თანამედროვე სასწავლო პროგრამების მიხედვით. სწავლება ხორციელდება კომფორტულ და თანამედროვე სასწავლო გარემოში. სასწავლო პროგრამა არის მაღალპროფესიონალური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.
გარე საექთნო კურსის მიზანი:
- წარმატებული მონაწილეების შესაძლო დასაქმება ევექსის ჰოსპიტალებში ექთნის პოზიციაზე;
- საექთნო საქმის განვითარება;
- პროფესიონალების მომზადება და მათი უნარ-ჩვევების განვითარება.
რატომ ევექსის გარე საექთნო კურსი?
- მსურველები მომზადდებიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
- წარმატებულ კურსდამთავრებულებებს აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელის ჰოსპიტალებში მინიმუმ 2 წლიანი ხელშეკრულებით და შესაბამისად მიიღონ კურსის გავლის სერთიფიკატი.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
- მათთვის, ვისაც აქვს დიპლომი საექთნო საქმეში ან გააჩნია ექთნად მუშაობის უფლება;
- სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომელთაც აქვთ ექთნად მუშაობის უფლება;
- საექთნო კოლეჯის სტუდენტებისათვის;
როგორია კურსის ფორმატი?
- კურსი შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მზადებისგან;
- კურსის გრაფიკი მოქნილია და მსურველებს შეუძლიათ შეათავსონ ლექციები ან სხვა საქმიანობა;
- კურსი ჩატარდება კვირაში 3-ჯერ 2-2 საათით, მონაწილეთა ჯგუფთან წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე;
კურსზე რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის საჭიროა ატვირთოთ ელექტრონულად შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- სასწავლო დაწესებულების შესაბამისი დიპლომი;
- ან თუ სტუდენტი ხართ, ცნობა სასწავლებლიდან;
- რეზიუმე/CV
შეკითხვების შემთხვევაში ან დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე (032) 2 55 05 05
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი დოკუმენტები.