ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას რეპორტინგისა და ანალიტიკისჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშების მომზადება, ანალიზი და მენეჯმენტთან წარდგენა
- ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემის (IFRS) საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვოპოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი
- ბიუჯეტირებისა და დანახარჯთა კონტროლის პროცესის სრული ადმინისტრირება
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
- საერთაშორისო აუდიტორებთან, ბანკებთან და სხვა გარეპარტნიორებთანკომუნიკაციის წარმოება და პროცესის ზედამხედველობა
- კომპანიის ფინანსური საქმიანობის პროცედურების პერიოდული რევიზია, საჭიროების შემთხვევაში შექმნა და დანერგვა
- კომპანიის სამოტივაციო სქემების შექმნაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ბონუსების/საკომისიოების კალკულაცია
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
- შიდა მმართველობითი რეპორტების მომზადება,დეტალური ანალიზი და მენეჯმენტთან წარდგენა
- ახალი პროექტების მომგებიანობის ანალიზის ფორმირება, ბიზნეს პროექტების შედგენა და პრეზენტაცია
- განხორციელებული და განსახორციელებელი ინვესტიციების შეფასება
სამუშაო გამოცდილება:
- რეპორტინგის და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, უპირატესად ჩაითვლება მენეჯერული გამოცდილება
- მნიშვნელოვანია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით
- IFRS-ის სიღრმისეული ცოდნა
- სასურველია ACCA-ის სერტიფიცირება (პირველი ორი დონე აუცილებელია)
- კომპიუტერული პროგრამების MS Office მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel-ის და MS PowerPoint-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა აუცილებელია)
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა
- SQL ბაზებთან და Power BI- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები
- დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- პროფესიული განვითარების მოტივაცია
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი, 2021
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.