ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას ქსელის მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ა.ბელიაშვილის 142
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელის მასშტაბით კლინიკების შემოსავლების ზრდაზე მუდმივი მუშაობა
- კლინიკების ბიუჯეტის შემუშავება და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა
- კლინიკების სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესის ზედამხედველობა
- ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა და ცვლილებებზე დროული რეაგირება
- სამედიცინო და არასამედიცინო ახალი სერვისების განვითარება
- სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა
- კრიზისული შემთხვევების მართვა და კომპანიის იმიჯზე ზრუნვა
- ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი
- დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი
- დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და სუპერვიზია
- დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულისა და ბიუჯეტის შედგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტირირების ან მენეჯემენტის მიმართულებით
- აუცილებელია 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე ქსელის/დეპარტამენტის მართვის მიმართულებით
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 მარტი, 2020
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.