ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას პროცესების ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკებსა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში არსებული პროცესების გაანალიზება, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
- ბიზნეს პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა გზით (ინტერვიუების ჩატარება, მონაცემთა ბაზების ანალიზი, პროცესზე დაკვირვება, ე.წ. საუკეთესო პრაქტიკების მოძიება (Best Practices) და გათვალისწინება/გამოყენება ბიზნეს პროცესების შესწავლისა და ანალიზის დროს, ოპტიმიზაციის სქემებში გამოყენების მიზნით);
- რეკომენდაციის შემუშავება პროცესის შექმნის/ოპტიმიზაციის/შეცვლის აუცილებლობის შესახებ, შესაბამისი არგუმენტების მომზადება;
- ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან;
- ბიზნეს პროცესების აღწერილობის მომზადება;
- შემუშავებული რეკომენდაციების სისრულეში მოყვანა, ცვლილებების დანერგვა/განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისმიმართლებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
- აუცილებელია ანაიტიკური აზროვნება და ხედვა
- MS Office პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა
- სასურველია MS Visio da MS Project
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელურობა: მოსაუბრის აქტიური მოსმენა, შინაარსის სწორად აღქმა, კონსტრუქციული უკუკავშირის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ნოემბერი, 2019
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.