ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას პერსონალის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: სრულიგანაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა და ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა
- ვაკანსიების მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის წარმოება შერჩევის პროცესთან დაკავშირებით
- ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა
- მიღებული უკუკავშირის ანალიზი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
- დადგენილი შესრულების ინდიკატორების შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება HR-ის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში
- აუცილებელია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პერსონალის შერჩევის მიმართულებით
- საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა
- პრიორიტეტულია დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის, პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება
- პრიორიტეტულია შრომის კოდექსის ცოდნა (განსაკუთრებით წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი)
- საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა
- პრიორიტეტულია ინგლისური ენის გამართულად ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება
- შედეგზე ორიენტაცია
- დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 14 სექტემბერი, 2020
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან,შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.