ოფის მენეჯერი

ს.ს. „ევექსის კლინიკები“ აცხადებს შერჩევას  ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი,სათავო ოფისი, ვაჟა ფშაველას #40

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 სთ - დან 19:00სთ - მდე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ადმინისტრირების პროცესის მართვა, 
  • კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციის რეესტრისა და ელექტრონული არქივის წარმოება;
  • თანამშრომლების მხარდაჭერა მივლინების დაგეგმვის პროცესში;
  • მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • შიდა სატრანსპორტო  საჭიროებების მხარდაჭერა 
  • საკურიერო სამსახურებთან კომუნიკაცია;

   

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • სავალდებულოა უმაღლესიგანათლება; 
სამუშაო გამოცდილება
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
პროფესიული უნარები
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Word, Excel);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

კომპეტენციები და პიროვნული უნარები
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;   
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2023 წელი

ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line