მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის   ვაკანსიას  თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.  

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით ახალი მონაცემთა ბაზის/ების შექმნა ან უკვე არსებულში ცვლილებების შეტანა;
  • მონაცემთა ბაზების მმართველი სისტემების (MS SQL) ინსტალაცია ან არსებულის კონფიგურაცია და კომპანიის მოთხოვნებზე მორგება;
  • საჭიროების შემთხვევაში სარეზერვო ბაზების კოპირება და აღდგენა, ყოველდღიური ასლების შექმნის მონიტორინგი;
  • კომპანიის მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული პრობლემების/ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მათი დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
  • მონაცემთა ბაზებზე და ბიზნეს სისტემებზე მომხმარებლის უფლების დროული გაწერა, ცვლილება და გაუქმება პროცედურის დაცვით;
  • მონაცემთა სანახის (დატა ვეარჰაუსი) შექმნის და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან კავშირების უზრუნველყოფა დატა ვეარჰაუსის შექმნის მიზნით;
  • მონაცემთა ბაზების და/ან მათი მმართველი სისტემების მომხმარებლებისთვის დოკუმენტაციის/სახელმძღვანელოს/ინსტრუქციების შემუშავება;
  • სფეროში არსებული სიახლეების/მიღწევების მოძიება, რეკომენდაციების შემუშავება კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების, მართვის სიტემების გაუმჯობესების მიზნით;
  • თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა, მხარდაჭერა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სავალდებულოა მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სავალდებულოა  Microsoft SQL Server -თან მუშაობის  გამოცდილება;
  • ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა; 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პარტნიორობა, გუნდში მუშაობის უნარი; 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  3 აგვისტო, 2018 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line