"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე წყალტუბოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: წყალტუბო
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო მარაგების ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
- სამედიცინო მარაგების ინვენტარიზაცია, პროგრამული და ფიზიკური ნაშთების შესაბამისობაში მოყვანა;
- მარაგების ვადების აღრიცხვა და კონტროლი;
- პროგრამული ხარჯვის დანიშნულებასთან შესაბამისობის კონტროლი;
- დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;
- კომპანიის შინაგანაწესის: კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონაზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- სასურველია ERP პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ოქტომბერი , 2022წელი
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.