კორპორაციული კულტურის განვითარების განყოფილების უფროსი

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს კორპორაციული კულტურის განვითარების განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორაციული კულტურის განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამებისა და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;
  • კომპანიის შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;  შიდა კომუნიკაციის  არხების განვითარება და მართვა;
  • თანამშრომელთა გუნდურობისაკენ მიმართული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • შეთანხმებულიძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არაფორმალური (ტრენინგი ან სხვა) განათლება; სასურველია პროექტების მართვის მიმართულებით არაფორმალური (ტრენინგი ან სხვა) განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა მენეჯერულ პოზიციაზე მარკეტინგის, PR-ის, პროექტების მართვის, შიდა კომუნიკაციების ან HR-ის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • კრეატიული, ინიციატორი
  • ინოვაციური აზროვნება;
  • დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  22 თებერვალი, 2019

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@evex.geდა სათაურის ველში მიუთითოთ: “კორპორაციული კულტურის განვითარების განყოფილების უფროსი

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line