“ევექსის კლინიკები“ აცხადებს შერჩევას IT მხარდაჭერის სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
ძირითადი მოვალეობები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურის გუნდის მართვა, კოორდინაცია და კონტროლი;
- დადგენილი შესრულების ინდიკატორების შესაბამისად, ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება;
- კომპანიის ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერული და საბეჭდი ტექნიკა, ქსელური და საკომუნიკაციო მოწყობილობები), ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სერვის დესკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სერვის დესკის მომხმარებლების კმაყოფილების უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების გზით;
- კლინიკებისა და სათავო ოფისის ინციდენტებზე / ხარვეზებზე დროული რეაგირება, მათი აღმოფხვრა, კონტროლი და მონიტორინგი;
- ინციდენტების / ხარვეზების ანალიზი და შესაბამისი კომპლექსური სამუშაოების დაგეგმვა სისტემური პრობლემების გადაჭრისათვის;
- დაქვემდებარებული გუნდის სწავლება-განვითარება;
- IT მიმართულებით ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
- კომპანიისთვის განვითარებისა და ოპტიმიზაციის გზების შეთავაზება, პროცესების ეფექტური მართვისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (7,10) ცოდნა;
- Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2013, 2016 ცოდნა;
- დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT მიმართლებთ
- პრიორიტეტულია IT სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვა;
- გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 დეკემბერი,2019
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.