ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გეგმის შედგენაში მონაწილეობა, სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვა და შემსრულებელ ორგანიზაციაზე მუდმივი ზედამხედველობა
- პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
- კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო პროცესის კოორდინაცია
- პროექტების ხარჯთაღრიცხვისა და შეთავაზებების მომზადება
- შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
- სამშენებლო სამუშაოს შესრულების უზრუნველყოფა წინასწარ განსაზღვრული ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ვადების შესაბამისად
- სამუშაო გეგმის მიხედვით შესრულების კონტროლი ნახაზებისა, ნორმატივების და რეგულაციების შესაბამისად
- პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი
- პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების დროული შესწავლა და სწრაფი რეაგირება
- სამშენებლო / სარემონტო სამუშაოების ხარისხის კონტროლი
- ყოველკვირეული ანგარიშის / რეპორტის მომზადება სამშენებლო პროცესისა და გეგმა-გრაფიკის შესახებ
- ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, მათ დანერგვაში მონაწილეობა და დანერგვაში მონაწილეობა
- სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით
- სასურველია საინჟინრო საკვალიფიკაციო სერთიფიკატი
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო, სამშენებლო/საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel
- სასურველია ინგლისურის და/ან რუსულის ცოდნა
- სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა
- AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2020
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.