ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევასგრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მარკეტინგის გუნდში.
ვეძებთ მოტივირებულ და განვითარების წყურვილით აღსავე გრაფიკულ დიზაინერს. თუ ფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროში შეგიძლია შენს კრეატივს გასაქანი მისცე და არც გამოწვევებს უშინდები, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. ჩვენ კი გპირდებით კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალების გუნდსა და საინტერესო სამუშაო გამოცდილებას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 142
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
რისი გაკეთება მოგიწევს ძირითადად?
- მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის კონცეფციის შემუშავება კომპანიის მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდბუქით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად
- ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება
- ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება
როგორი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გვაქვს
- სასურველია სასერთიფიკატო განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით
- აუცილებელია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
- Adobe Photoshop და Adobe Illustrator პროგრამების ცოდნა
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
- საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო
- სასურველია Adobe After Effects-ის მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები, რომლებიც ჩვენთან გამოგადგება:
- დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი
- რაციონალურ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად გამოყენების უნარი
- შემოქმედებითი აზროვნება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 აგვისტო, 2020
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.