ფსიქოლოგი ფოთში

ევექსი აცხადებს შერჩევას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ფოთი

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე (40 საათი)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის მიღება და  კვლევა: ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების შეკრება/შეფასება, დაავადებების  დიაგნოსტირება, პრევენცია, მკურნალობა/მართვა სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო   სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
  • პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის ყველა ეტაპზე;
  • სრულყოფილი სამედიცინო ჩანაწერების წარმოება, კანონმდებლობის შესაბამისად,  სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, ინფორმაციის დაფიქსირება მიმდინარე რეჟიმში დროულად, განსაზღვრულ ვადებში;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში დაფიქსირება კანონმდებლობის შესაბამისად.
  • პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების დადგენილებების , განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა და გამოყენება სამუშაო პრაქტიკაში;
  • ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში;
  • საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
  • თანაშემწის, რეზიდენტის, საშუალო და დაბალი სამედიცინო პერსონალის არსებობის შემთხვევაში მათი ზედამხედველობა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში
  • სასურველია სახელმწიფო სერთიფიკატი ფსიქოთერაპიაში
  • სასურველია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში

 

 

კომპეტენციებიდა პიროვნული უნარები

  • უწყვეტი პროფესიული განვითარება
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
  • ლიდერობა
  • ინოვაციურობა/სიახლეებზე ორიენტაცია
  • შედეგზე ორიენტაცია

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  31 აგვისტო, 2023 წელი        


ევექსი 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line