ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- შიდა მმართველობითი რეპორტების მომზადება და ანალიზი
- SQL ბაზებთან მუშაობა და Power BI-სთან დაინტეგრირება
- Payroll- ანალიტიკებისა და რეპორტების მომზადება
- Vabaco-დან და Exact-იდან ამოღებული მონაცემების დამუშავება
- მომგებიანობის ანალიზის ფორმირება
- ბიუჯეტირების და დანახარჯთა კონტროლის პროცესში ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით
- რეპორტინგის და ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა)
- SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- Power BI- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- პროფესიული განვითარების მოტივაცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 ოქტომბერი, 2020
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.