ფინანსური აღიცხვისა და რეპორტინგის ოპერატორი ახმეტაში

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას  ფინანსური აღიცხვისა და რეპორტინგის ოპერატორის პოზიციაზე, ახმეტაში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ახმეტა

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ისტორიებში ასახული ინფორმაციის პროგრამაში გადატანა - კოდების, მანიპულაციაზე პასუხისმგებელი ექიმისა და ექთნის დაფიქსირება, ჩატარებული კვლევებისა და მედიკამენტების დამატება;
  • პაციენტის ისტორიის სრულყოფა, მათ შორის, დანიშნული კვლევების/კონსულტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის გადამოწმება, ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხების გამოტანა და ისტორიაში ჩამატება და ა.შ.;
  • წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შესწორების/ისტორიის სრულყოფის უზრუნველყოფა;
  • პაციენტების ისტორიების დახურვა;
  • სამედიცინო მომსახურების კალკულაცია, დაქეისება და ბილინგის განყოფილების უფროსისთვის მიწოდება;
  • გეგმიური ოპერაციების დროს, დაფინანსების ფურცლის სახელმწიფო პროგრამაში ატვირთვა;
  • სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფო პორტალზე პაციენტთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა (მაგალითად, ანალიზის პასუხების) დადგენილ ვადებში;
  • დაზღვეული პაციენტების ინფორმაციის შიდა პროგრამაში ატვირთვა, დაფინანსების პროცენტის მითითება, ინვოისების მოზადება და ბილინგის განყოფილების უფროსისთვის მიწოდება;
  • დავალიანების მქონე პაციენტებთან კომუნიკაცია, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანხის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში, დებიტორული ხელშეკრულების პირობების, გადახდის სტატუსების გადამოწმება/მონიტორინგი;
  • პროგრამაში ტექნიკური ხარვეზის ან უზუსტობის შემთხვევაში, რეგისტრატორების დახმარება, მონაცემების ჩასწორება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საბანკო/საფინანსო საქმე მიმართულებით;
  • სავალდებულოა რელევანტური მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

 პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2023 წ.


ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line