ფინანასური აღრიცხვის და რეპორტინგის მენეჯერი - ვარკეთილის პოლიკლინიკა

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას ფინანასური აღრიცხვის და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვარკეთილის პილიკლინიკა, ჯავახეთის ქ.30

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

 


ძირითადი მოვალეობები:

  • წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, კლინიკის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა დაწესებულებებთან წინასწარ დადგენილ ვადებში,შესრულების ამსახველი მონაცემების პროგრამული დაფიქსირება (მაგალითად, Moh.hov.ge, პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების ელექტრონულ მოდულები და სხვა);
  • სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებთან (NCDC, მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო) და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან;
  • ყოველდღიურად, სადაზღვევო კომპანიების მიმართვებისა და პროგრამულად ასახული ინფორმაციის სიზუსტისა და ვადების კონტროლი (პოლისის ნომერი, მიმართვის ნომერი, დაფინანსების პროცენტი და სხვა);
  • სათავო ოფისისთვის, კლინიკის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება. მათ შორის, შესრულების მონაცემების, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების, ჯარიმების და სხვა;
  • თვის ჭრილში, შემოსავლების დოკუმენტაციის მატერიალური სახით დაარქივება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოსთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება;
  • S Desk-ზე პროგრამული პრობლემების ასახვა/დაფიქსირება;
  • ყოველდღიურად, სალაროს ნაშთის კონტროლი, უზუსტობის, პროგრამაში შეცდომით დადასტურებული თანხების რედაქტირების ან დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, რეგისტრატორებთან საკითხის დაზუსტება;
  • ყოველთვიურად, სალაროს ინვენტარიზაცია, სალაროსა და პროგრამის მონაცემების ანალიზი და სათავო ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება;
  • ყოველდღიურად, კლინიკის რეგისტრატორების და გაყიდვების აგენტების მიერ შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოწმება, პროგრამაში ატვირთული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და დაარქივება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;

 

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საბანკო/საფინანსო საქმე, მიმართულებით;
  • სავალდებულოა შესაბამის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინიციპების ცოდნა;
  • ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებების ცოდნა საყოველთაო ჯანდაცვისა და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;

 

 

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31მაისი, 2023 წ.


ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line